[პინგ ყვავა თუ კარგია: შთაბეჭდილებები და ვიდეოები]
გუშინ წავედი ლოსთ სითი ოფენ ეარზე. სიმართლე რომ ვთქვა კლუბინგის მოყვარული არ ვარ და არც ცეკვის უნარით გამოვირჩევი მაინცდამაინც, ამიტომ ჩემი წასვლის მიზანი ბოლომდე გარკვეული ჩემთვისაც არ იყო. მარა იქ სულ სხვა რაღაცა დამხვდა. მცდარი წარმოდგენა მქონდა ამ ივენთთან დაკავშირებით. შემიძლია თამამად ვთქვა, ვინც იცოდა ამის შესახებ და არ წამოვიდა, ბევრი დაკარგა ))) ნუ ვინც არ იცოდა, იმანაც დაკარგა )))
ესეიგი საღამო გახსნა ობრიგადომ, ჩვენ რომ მივედით დაწყებული ჰქონდა უკვე და ასე, გახურების გარეშე პირდაპირ დავიწყეთ ცეკვა (ანუ მუზიკმა გაასწორა იმდენად რომ ეგრევე აგვიყოლია). აი ამ სურათში სულ აქეთა და მწვანე ზედიანი არის ობრი. ძაან მაგარი იყო, მართლა

ობრის შემდეგ ზაჟიგალ ტუკიჯა ))) ნუ ეგეც იასნა ძაან გამისწორდა. აგერ ტუკიჯა პოსტზე:

ნუ ტუკიჯას მერე მართლა არ მახსოვს როგორი იყო, იმიტომ რომ ფიზიკურად მოსმენის საშუალება არ მქონდა. ჯერ ერთი რომ 1-2 ერთობ შემაწუხებელი ობიექტი გამოჩნდა და მოსმენაზე და ცეკვაზე ფიქრის დრო აღარ დამრჩა, რამდენადაც მათ მოშორებაზე ვზრუნავდი. მერე კიდევ… ნუ რა მნიშვნელობა აქვს მერეს. ვერ მოვუსმინე და ვსო )))
მერე აქეთ-იქეთ ბოდიალში და სმაში და ალაგ-ალაგ ცეკვაში გავიდა დრო და გდეტა დილის 5სთვის ყვავამ დაიწყო მოღვაწეობა. ნუ მაგას რომ არ დავსწრებოდი არ შემეძლო. პა ხოდუ ვინც დაძინება მოასწრო გაღვიძება და ცეკვა დაიწყეს )))

და ზუსტად ამ დროს დაიწყო მზემ ამოსვლა:

ყვავას მერე კიდევ ვიღაცა იყო, ძალიან რომ გამისწორა, მარა აზრზე არ ვარ ვინ იყო. მაგ დროისთვის უკვე ძალა გამოცლილი ვიჯექი და განძრევის თავიც აღარ მქონდა და მე თვითონვე მიტყდებოდა რომ იმაზე ცეკვის შანსს ვუშვებდი ხელიდან დაღლილობის გამო )))
ზოგადი სიტუაცია იყო ძაან საკაიფო. იმ რამდენიმე სუბიექტის გარდა, ვინც ტვინს ჭამდა ზოგადად კარგი ნაროდი იყო. ერთმანეთს არ აწუხებდა ხალხი (ისევ იმათ თუ გამოვრიცხავთ). დანთებული იყო 2 კოცონი და ვისაც უნდოდა გარშემო ჯდებოდა 
ვისაც უსწორდებოდა, ცეკვავდა (აქვე რამდენიმე სურათი ზემოთ აღნიშნულ აქტთან დაკავშირებით)
ამ სურათში ჩემი თავიც ჩანს დაჟე:


თუ ვინმეს არც კოცონი უნდოდა და არც ცეკვა მათთვისაც იყო ადგილები.
იქვე იყო ბარი, სადაც საჭმელსაც და სასმელსაც უპრობლემოდი შეიძენდი. თუ შენი გქონდა წამოღებული, მით უკეთესი, შენსას ჭამდი და სვამდი.
ხო, ნუ ძირითადად ეგ იყო. მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა დიჯეებს და მადლობა მათ, ვინც დამიყოლია, მეც წავსულიყავი იქ )))
შემდეგისთვის თქვენც წამოდით ;)
ხო, ეს უკვე დილას, ძალიან დაღლილი, მშიერი და უძინარი (ზა ატო სთილ ბედნიერი) მე, ბაი ტუკიჯა )))
sad gaimarta es party?
ყვავთან ვნახე ვიდეოები… მინდააა :(
შემდეგზე უნდა დავიდო მეც! როცა იქნება
სხვათაშორის მშვენივრად ცეკვავ :)
dalo +1 :D
zak > cxvarichamiisken sadgac ))
ხალხი სულ ეს იყავით?
60 kacamde iyo
ხო ხო ხო ხო ხო :)))
ვიდეოებს მე ვაგროვებ ჩემთან :)
[...] May 31, 2009 by bigcrow [პინგ პიკოლინა, სურათები და შთაბეჭდილებები] [...]
თქვენს კითხვებს პასუხობს ორგანიზატორი პირდაპირ ჩემს ბლოგზე )))
ეს დიდი პატივია ბტწ
hah gut gut
mokled ar vici ra sityvebiT Sevamko 30 maisi dzz magari iyo.
es kvelaferi sad xdeboda?
Dzaan damainteresa, mec minda
ამჯერად ცხვარიჭამიაში იყო
შემდეგში კიდევ სხვაგან იქნება ;)
მალე გააჩინე შენი ბაია და მერე შენც წამოხვალ ხოლმე ;)
OK :)
Shemdegshi aucileblad shemogiertdebit
[...] After Party – piccolina–სგან [...]