November 13, 2009 by piccolina
სერიალი რომ არის, “შუა ქალაქში” უმეტესობა უყურებთ ალბათ და იმაშიც დამეთანხმებით, რომ ქართულ ტელე სივრცეში ყველაზე წარმატებული და პოპულარული იუმორისტული ტელე სერიალია. თუმცა ქართველები ვართ, გინდა სერიალის რეცეპტი ვიყიდოთ და გინდა ამერიკა-გამოვლილი ტიპი ხელმძღვანელობდეს ამას.
რისი თქმა მინდა, ახლავე აგიხსნით. ძალიან სერიოზული შეცდომაა დიზაინში. უყურეთ, ეს მე დავხატე (გუგლი სერიალის სურათების სიუხვით არ გამოირჩევა), დერეფანია, რომელიც მეზობლებს აერთიანებს. მომიტევეთ, ფეინთით ხატვაში გამორჩეული ნიჭით არ ვარ დაჯილდოებული )))

აი, რის ახსნას ვცდილობ. კარი 1 და კარი 2 ხომ ერთმანეთის გვერდით არის, თან საკმაოდ ახლოს. კარი 1 ღლონტებს ეკუთვნით კარი 2 მეზობელს (არ აქვს მნიშველობა ვის). ახლა შევიხედოთ ღლონტებთან:
განაგრძე კითხვა აქ ===>>
Posted in უბრალოდ | Tagged აბაზანა, დაბალი, დიზაინი, დონე, კარი, კოემდია, მაღალი, სადარბაზო, სერიალი, სურათები, ფანჯარა, ღლონტები, შეუსაბამისობა, შეცდომა, შუა ქალაქში, ჩხეიძეები | 17 Comments »
November 10, 2009 by piccolina
პოსტში გამოყენებულია უცენზურო ლექსიკა, ვისაც ეს აწუხებს, ნუ შემოვა.
ფაქტის უარყობას აზრი არ აქვს, ქართველ მამრებს საკუთარ დედებზე (უკაცრავად სიტყვისთვის და) უდგებათ და გინდათ ფროიდიზმი დაარქვით, გინდათ უსაქმურობა ან იდიოტობა ამ პოსტს. საიდან ვასკვნით ამას?
მოდით ჯერ შესავალს გავაკეთებ. მე, როგორც ფსიქოლოგი ვაღიარებ პატივცემული ფროიდის სიძლიერეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ოიდიპოსის/ელექტრას კომპლექსზე ან ქვეცნობიერის რაღაცეები აღმოაჩინა. არა, ეს ყველაფერი დადასტურებულიც არ არის… უბრალოდ ამ კაცს პირველს ეყო ტრაკი მსგავს თემებზე ხმამაღლა სალაპარაკოდ, რაც მართლაც დასაფასებელია.

გააგრძელე კითხვა აქ ===>>
Posted in უბრალოდ | Tagged დედა, ელექტრა, მოვტყან, მშობელი, ოიდიპოსი, სექსი, ფროიდი, შევეცი, შვილი | 30 Comments »
November 5, 2009 by piccolina
არ მახსოვს ზუსტად პირველად როდის გამოჩნდა ეგ გოგო, ან პოპულარული როდის გახდა, მაგრამ რაც მისი სახელი გავიგე, მას შემდეგ ერთადერთი მისი დამახასიათებელი სიტყვა ბოზი მესმის და ჯერაც ვერ გავიგე, რატომ არის ნინა წკრიალაშვილი ბოზი?
ჩემ გარშემო ბევრს არ მოსწონს. ნუ კარგი, არც მე მეხატება გულზე, მარა სხვა მიზეზი მაქვს და ამას ახლა არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. აი დანარჩენი ანტი-წკრიალაშვილების არგუმენტები კი ცოტა არ იყოს, გაურკვეველია.

ნუ ხო წამოიძახებენ ჯერ, რომ ზემოთ ხსენებული პოროვნება ბოზია. მერე ეკითხები, რატომ არის ბოზი? იმიტომ რომ ბოზია, წარმატებას ბოზობით მიაღწია, ფული ბოზობით იშოვა… რა ვიცი, ათას რაღაცას გაიგებ კიდევ. მორიგი კითხვა: კი მაგრამ, როგორც ვიცი, პრედკები ყავს ფულიანი და გაიქაჩა (რას ერჩი მამენტ). არა, ის პრედკების ფული ბოზობაში “ჩადო” რომ მერე ბოზობით უფრო მეტი ეშოვა :ყეს:
:სპყ:
თან რაც მთავარია, ეს ყველაფერი ფლეიბოის მერე რომ დაწყებულიყო, კიდევ მესმის, მაგრამ თავიდანვე მსგავსები მესმის.
და არ მესმის, რატომ, რის საფუძველზე ნათლავენ ამ ქალს ბოზად? რამე (საშინლად საეჭვო) ჭორიც არ გამიგია, რომელიც მის ბოზობას ადასტურებს…
მართლა მაინტერესებს… ვინმემ თუ იცით მითხარით რა, რატომ არის ნინა წკრიალაშვილი ბოზი?

Posted in უბრალოდ | Tagged ბოზი, მშობლები, ნინა, ფული, წკრიალაშვილი, ჭორი | 30 Comments »
November 4, 2009 by piccolina
სიმართლე რომ ვთქვა, ამაზე დაწერის სურვილი არ მკლავდა, მაგრამ I Am NoT PoPulaR-მა დამტაგა და უზრდელი ხომ არ ვარ, რომ არ დავწერო.
ესეიგი:
1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
მართალია, წლევანდელი წიგნების ლისთიდან არ არის, უფრო ადრე წავიკითხე, მარა პარფიუმერი
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი (ამ სამ ყველაზე კითხვებს არ ვპასუხობ)
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი (იხ.ზედა პასუხი)
4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
ყველაზე, რომელიც 15-16 წლამდე წავიკითხე
5. რომელ წიგნს დასცინეთ?
ყველა წიგნში ვპოულობ რამე დასაცინ ეპიზოდს ))) არაა ეგ პრობლემა
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
ამ… რამე უფრო მარტივი მკითხეთ
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
აუ ახლა ვერ ვპოულობ წიგნს და რაიტის ამერიკის შვილში სადღაც ბოლოში არის აბზაცი, მთავარი პერსონაჟის სიტყვები და ის ყოველთვის გულს მიჩუყებდა )))
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
ჯეინ ეარი – პირველი და ყველაზე საყვარელი
9. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან?
ხეზ. ჩემ თავთან არ გამიიგივებია პერსონაჟები…
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?
არა, რა საჭიროა?
ახლა მე უნდა დავტაგო ვინმე ხო?
ესეიგი, თაზო და დოდი
Posted in უბრალოდ | 2 Comments »
November 2, 2009 by piccolina
ალბათ უკვე ყველას გეცოდინებათ, რომ მამაბუასილის მიერ პატრიარქზე გაკეთებულ ვიდეოს დიდი აურზაური მოყვა. ჯერ თუთბერიძეს ეცნენ, შემდეგ კი ორი ახალგაზრდა დააკავეს, რომლებიც ზემოთ ხსენებული მეტსახელით იყვნენ დარეგისტრირებულები.
მოდით, დროებით თავი დავანებოთ იმის გარჩევას თუ რამდენად მართალ/მტყუანი იყო მამაბუასილი. მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში, სადაც სიტყვის თავისუფლებაზე ბევრს ლაპარაკობენ და მისი არსებობით თავს იწონებენ, ქვეყანაში, რომლის კანონმდებლობაშიც ინტერნეტ ცენზურაზე სიტყვაც არ არის ნათქვამი, დააკავეს ახალგაზრდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მან თავისი აზრი გამოთქვა ხმამაღლა. დავანებოთ თავი, იმას, რომ ვიდეო მართლაც ძალიან თამამი და პროვოკაციული იყო.

ფეისბუქზე გაიხსნა ჯგუფი, სახელად “მე ვარ მამაბუასილი”. მისი ძირითადი მიზანი სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაა და არა ვინმე კონკრეტული ადამიანის დაცვა. თუმცა მის დანახვასაც, ცოტა არ იყოს, მწვავე რეაქცია მოყვა. ზოგი ამბობდა, რომ ეს ტიპი მტყუანია, ზოგიც იმას, რომ მისი “მხარდამჭერები” აზრზე ვერ მოდიან რა ხდება.
კარგი, ახლა დავფიქრდეთ, მამაბუასილის ვიდეო, უბრალოდ ძალიან გახმაურდა და ამიტომაც მოყვა ამხელა აჟიოტაჟი. რომ არ გახმაურებულიყო, არავინ არ მიაქცევდა ყურადღებას, ისევე როგორც ფორუმის დანარჩენ წევრებს არ აქცევს არავინ ყურადღებას, რომლებიც, მამენტ, უარეს პროვოკაციებზეც მიდიან. ხალხი ამბობდა, მოსახლეობის უმრავლესობის ღირებულებებს გადაუარა და მაგიტომაც მოხდა ასეო.
მე ვარ ბლოგერი. ხშირად ვწერ ტრადიციებზე, რომლებიც მაღიზიანებს და ხშირად ვაკრიტიკებ ხალხს, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ძირითად ნაწილს წარმოადგენენ. დღეს თუ არა, ხვალ ხომ შეიძლება იგივე მიზეზით დამაკავონ ხო? არადა რისთვის? მე ხომ არაფერს არ ვარღვევ! მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს აზრს ხმამაღლა გამოვხატავ? იმიტომ, რომ ვიყენებ სიტყვის თავისუფლებას, რომლითაც ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლები ასე ძალიან ამაყობენ? იდეაში არც მამაბუასილს დაურღვევია კანონი, რა უფლებით დააკავეს?

იმიტომ რომ ხალხმა გააპროტესტა ხო? და იმიტომ, რომ ხელისუფლებას თავისი სახელის გაწმენდა უნდოდა ჩირქისგან, რომელიც რაღაც ჭორებმა მოსცხო?
არც მე ვარ დაზღვეული იგივესგან და არც თქვენ, ინტერნეტის რიგითი მომხმარებლები. 1 გადაბრუნებული სიტყვაც ხომ შეიძლება რომ საკმარისი იყოს?
მაშინ რატომ ვაპროტესტებთ ჯგუფის არსებობას, რომელიც არა მამაბუასილის დაცვას, არამედ ჩვენივე სიტყვის თავისუფლებას ემსახურება?
გაჩუმება უფრო მარტივია ხო?

Posted in უბრალოდ | Tagged ბლოგერი, დაცვა, ვიდეო, თუთბერიძე, მამაბუასილი, პატრიარქი, პროვოკაციული, სახელმწიფო, სიტყვის თავისუფლება | 48 Comments »
ოქტომბერი 29, 2009 by piccolina
ამას წინათ ერ-ორის დილის გადაცემაში მოვისმინე, ელ-ფოსტის მისამართს აცხადებდნენ და სიმბოლო @-ს უწოდეს ლეკვი. ალბათ ბევრი ვერც მიხვდა, რამცელა მარაზმი დევს ამ ლეკვში
გემახსოვრებათ, თავიდან ხალხმა რომ ელ-ფოსტის შესახებ გაიგო, “@” სიმბოლოს ჯერ გამწარებულები საბაჩკას ეძახდნენ, მერე კიდევ, ვითომ გადმოაქართულეს და ძაღლუკა შეარქვეს. მაშინ ვფიქრობდი, ქართულ შესაბამისს მოუძებნიან რამეს, მაინცდამაინც რუსებს რომ არ ვემათხოვროთმეთქი.

ნუ გეგონებათ, რომ მე ანტი რუსეთი ტიპი ვარ. არა, უაზრო მიზეზებს არ ვჩორკნი იმის ძიებით, რომ რამე მორუსულო შევნიშნო ქართულში და ეს გავაპროტესტო. მეტსაც გეტყვით, რუსეთის გინებით უფრო ის ხალხი კავდება, ვინც @-ს ჯერ ძაღლუკა, შემდეგ კი ლეკვი უწოდა.
რამ გამოიწვია ჩემში ასეთი პროტესტი?
შევხედოთ, რა ქვია სხვა ენებში ზემოთ ხსენებულ სიმბოლოს:
@@@ გააგრძელე კითხვა აქ ===>>
Posted in უბრალოდ | Tagged @, at, ელ-ფოსტა, კაპაკი, ლეკვი, საბაჩკა, ძაღლუკა, chiocciola, сабачка | 29 Comments »
ოქტომბერი 25, 2009 by piccolina
უკანასკნელი დღეები იყო ძალიან კარგი მაგალითი იმისთვის, თუ როგორი მარტივია გახდე საქართველოში სუპერ სტარი. საკმარისია გამოხატო სხვისთვის მიუღებელი აზრი და თან მწვავედ გამოხატო ))) სულ ესაა, უკვე სუპერ სტარი ხარ. თუთბერიძე-პატრიარქის ამბავს ვგულისხმობ.
თუმცა ამას მოყვება უარყოფითი მხარეებიც, მწვავედ გამოხატულ აზრს, ხალხის რეაქციაც საკმაოდ მწვავე ხვდება. ყველა ნახავდით თუთბერიძისადმი გამოთქმულ მუქარებს. თქვენ წარმოიდგინეთ და როგორღაც ჩემ ბლოგზეც მოხვდა ვიღაცა, თუთბერიძის მისამართს ვეძებო.
ნუ თეას მიერ ბევრი “აზრს არ ვიცვლი” განცხადების შემდეგ ხალხის (?) მუქარამ მაინც თავისი გაიტანა და ამბავი დღეს ასე დასრულდა (იხილეთ დღევანდელი სტატუსი ფეისბუქზე):

ნუ სხვა საკითხია, განცხადების საეჭვოობა, როდესაც ცოტა ხნის წინ აზრს არ იცვლიდა. ახლა უცებ პოპულარობა და ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება მობეზრდა და ამიტომ მოინანია? მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი თამამი განცხადებისას ადამიანს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული შედეგები. მეტსაც ვიტყვი, ასეთი პოპულარობის წინააღმდეგი სულაც არ არის, პირიქით, ეს უფრო უნდა და მისი განცხადებაც ლოგიკური შედეგის მაპროვოცირებელია )))
რა თქმა უნდა, ვერ გავიგებთ, ხალხის მუქარამ დააშინა თუ რამე უფრო ზე მდგომმა, თუმცა რა საჭიროა პასუხი, ჩემი აზრით, ყველაფერი ისედაც ნათელია ))) თუარადა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ექაუნთი გაუტეხა ვიღაცამ )))
ხო, რა საჭირო იყო ახლა ამდენი ლაპარაკი. პოსტის მთავარი იდეა ის იყო, რომ პოპულარობის მიღწევა იიისეთი ადვილია )))
Posted in უბრალოდ | Tagged თეა, თუთბერიძე, მუქარა, პატრიარქი, პოპულარობა, სახელმწიფო, ხელისუფლება | 26 Comments »
ოქტომბერი 23, 2009 by piccolina
ურთიერთობებში ძალიან მიყვარს ეს მომენტი რა, როდესაც კაცს უკანალი არ ყოფნის, რომ ქალს უთხრას, აღარ მინდა შენთანო და ათას უაზრო მიზეზს იგონებს )))
მოდი, დასაწყისისთვის, განვიხილოთ, რატომ არ ყოფნის ტრაკი. ჯერ ერთი, კაცები საკმაოდ რიგიდულები არიან და ცვლილებებისკენ ნაბიჯის თამამად გადადგმა უჭირთ. მეორე და უფრო მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ კაცებს ოდესღაც ვიღაც ეუბნება, რომ ვინც ქალს გულს ატკენს ის არაკაცია, ან რამე მსგავსი და ეს იმდენად ებეჭდებათ თავში, ცდილობენ არ ატკინონ ქალს გული რომ არაკაცები არ გამოჩნდნენ და ამას საკამაოდ საინტერესო მეთოდებით ცდილობენ. ანუ ყველაფერს ისე აკეთებენ, რომ ინიციატივა ქალისგან წამოვიდეს და თვითონ კაცს არაფერი დაბრალდეს. მერე თამამად იტყვის, ია ტუტ ნე პრი ჩომ, ანა სამა უშლაოოო )))

ერთ-ერთი მეთოდია, რომ ცდილობენ რამენაირად მიახვედრონ ქალი, რომ გააგრძელე კითხვა აქ ===>>
Posted in უბრალოდ | Tagged დაშორება, იდიოტი, კარგი, კაცები, სიყვარული, უკეთესი, ქალები, შეყვარებული, ცუდი | 13 Comments »
ოქტომბერი 20, 2009 by piccolina
პირველ რიგში, დიზაინის გამო ბიდიში. შეცვლა დავიწყე და მერე მივატოვე )))
პოსტის იდეა ჩემი უსაყვარლესი ბავშვის ამბით მომივიდა. ეს ბავშვი თვეების იყო, როდესაც გავიცანი, ახლა უკვე დიდი გოგოა, მალე 10 წლის გახდება <3 მოკლედ რომ დაგიხასიათოთ, მისი ასაკის ბავშვისთვის უჩვეულოდ ჭკვიანი და მოაზროვნეა. პა ხოდუ ძალიან ზრდილობიანი და მორიდებული. წარმოიდგინეთ, თვეებიდან ვიცნობ და აქამდე მორიდებით მელაპარაკება და ოჯახის ყველა წევრს თვალებში უყურებს, რომ რაღაცით გაუსწოროს. არავის უსწავლებია ესენი მისთვის, არც სპეციალურად აკეთებს, რომ მამიკოს შოკოლადი გამოსტყუოს… უბრალოდ ეგეთია რა
ბოლო დღეებში ბავშვი ცოტა მოდეპრესიო იყო, სულ ეტირებოდა და მიზეზი დღეს გავიგე

მოკლედ, სკოლაში ბავშვი გამოვიდა გაკვეთილიდან (შენობა ბავშავებითაა გატენილი) და მოსაუბრე მასწავლებელს და კლასელის მშობელს ჩაურბინა შუაში და მაშინვე ბოდიში მოუხადა. ნუ არ აქვს ახლა მნიშვნელობა, ვერ შენიშნა, სხვა გზა არ ჰქონდა თუ განზრახ ქნა, ფაქტია რომ ჩაურბინა და ვე მოუხადა ბოდიში. კლასელის მშობელმა ჩანთაზე მოქაჩა ბავშვს, უკან მოათრია და საჯაროდ გამოლანძღა, ოჯახში არ ხარ გაზრდილი, ვინ გაგზარდა და ასე შემდეგ შეურაცხყოფებით. რაც მთავარია, უხეშად, ხმამაღლა და საჯაროდ!!!
ასე თავის შვილს რომ მოექცეს მაშინაც მომხრე ვიქნებოდი, რომ შვილი ჩამოერთმიათ, მითუმეტეს, სხვის შვილს რას ერჩის, რა მაგის რბილი და უმაქნისი უკანალის საქმეა ხო?
და ბავშვს მიაყენა იმხელა ტრამვა, მთელი სკოლის, თანატოლების წინაშე, რომ რამდენიმე დღეა, სულ ტირის და უხასიათოდაა :უსერ:

ხო ამდენს ვწერ ასეთ იდიოტებზე, მარა ჩემსაზე რომ მიდგა საქმე, ასმაგად უფრო გავმწარდი, საკუთარ შვილებს ვერ უმახინჯებენ ვითომ საკმარისად ფსიქიკას, სხვისას რომ არ მიადგნენ :/
Posted in უბრალოდ | 11 Comments »
ოქტომბერი 18, 2009 by piccolina
ყოველთვის მაღიზიანებდნენ, მძღოლები რომ შუქნიშანზე გასაჩერებელი ხაზის წინ აჩერებდნენ და არა მის უკან, როგორც წესი და რიგია. მართლა გამაღიზიანებელია. აი, ხომ იცით, შუქნიშნებთან ადამიანის გადასასვლელი დაზოლილია და მისგან ცოტა მოშორებით ზოლია გავლებული, რომლის უკანაც უნდა ჩერდებოდნენ მანქანები. მიდიხარ შენთვის, პატიოსნად გადადიხარ ქუჩაზე, როდესაც შენთვის მწვანე შუქი ანთია და ამ დროს, რომელიღაც გენიოსი მძღოლი მოქრის წითელ შუქზე და იმ ადგილას ჩერდება, სადაც წესით ადამიანი უნდა გადადიოდე.

ამას წინათ, ნიკას მოყოლილი ამბის შემდეგ, მივხვდი, რატომაც ხდება ასე განაგრძე კითხვა აქ ===>>
Posted in უბრალოდ | Tagged გადამსვლელი, გზა, მძღოლი, ნიკა, უცოდინარი, შუქნიშანი | 20 Comments »
ოქტომბერი 16, 2009 by piccolina
დიახ, მეგობრებო, ის უკვე არსებობს. ამდენი ხანი ველოდებოდით და საბოლოოდ დადგა დრო, როდესაც შეგვიძლია მისი არსებობით დავტკბეთ. მართალია, ჯერ ახალშობილია, მარა სთილ კარგად გამოიყურება
უკაცრავად, დამავიწყდა მეთქვა, ბლოგროლ ჯი-ზეა საუბარი ))) საკმაოდ დიდი ხანია, რაც ქართველი ბლოგერები მის გამოჩენას ველოდებით. ადრე მხოლოდ ოცნება იყო მსგავსი რაღაცის არსებობა, ახლა კი ჩვენი თანაბლოგერების და ომედია ჯგუფის დახმარებით, ეს უკვე რეალობაა

ბლოგროლის გამოყენება საკმაოდ მარტივია: შედიხარ ბლოგროლ.ჯი-ზე, რეგისტრირდები და მერე ყველაფერი თავისით ხდება )))
ხო, რატომ მიხარია ასე ძაან ბლოგროლის არსებობა? პირველ რიგში, ყველა ბლოგის განახლების შესახებ იქვე იღებ ინფორმაციას. ამ განახლებების თვალიერებაში საკმაოდ საინტერესო, უცნობი ბლოგიც შეიძლება აღმოაჩინოთ და იგივე წარმატებით, სხვამ შეიძლება აღმოგაჩინოთ თქვენ.
შეგიძლია დააფავორიტო შენი საყვარელი ბლოგები, და მათი ახალი პოსტების შესახებ შეტყობინებას მიიღებ ხოლმე, ისე რომ მათი განახლებები არასოდეს არ გამოგეპაროს )))
არის ბერი კატეგორია და შეგიძლია კატეგორიების მიხედვით გაფილტრო, რა თემაზე არსებული ბლოგის პოვნა გინდა. მალე იქნება სტატისტიკაც ))

იქვე არის დისკუსიების განყოფილება-ფორუმი, სადაც საჩივრების და + – ების შესახებ შეგიძლია დაწერო და საიტის შემქმნელები დაუზარებლად გიპასუხებენ ყველა კითხვაზე თუ თხოვნაზე (როკოს ნიკ სერჩის გაკეთება ვთხოვე, მითხრა იქნებაო და ფორუმის გამოყენებაც ბევრად უფრო გაადვილდება)
მართალია, ბლოგროლი საშინლად/უკიდეგანოდ ბეტა რეჟიმშია (როგორც შემქმნელები ამბობენ), მარა უკვე კარგად გამოყენებადია
მოკლედ, ახლავე შეგით და დარეგისტრირდით თქვენი ბლოგებიანად, მერწმუნეთ, ნასიამოვნები დარჩებით ;)
http://blogroll.ge/

Posted in უბრალოდ | Tagged ბლოგერები, ბლოგროლი, რეგისტრაცია, სიახლე, სიხარული, Blogroll, blogroll.ge | 6 Comments »
ოქტომბერი 14, 2009 by piccolina
წინა პოსტში გითხარით, ჩემს ახალ აღმოჩენას წაარმოგიდგენთმეთქი. ეს კაცი კომიკოსია და, როგორც სათაურიდანაც მიხვდებოდით, ტიმ მინჩინი ჰქვია.

ბევრ ინფორმაციას მისი ცხოვრების ან მოღვაწეობის ისტორიის შესახებ ვერ მოგაწვდით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არის ავსტრალიელი კომიკოსი, მუსიკოსი და მსახიობი. მისი განუუყრელი საგანი არის როიალი. განსაკუთრებით ცნობილია მისი მუსიკალურ-კომიკური შემოქმედებები, იმდენად, რომ დისკების გაყიდვაც დაიწყო კაცმა ))) პრინციპში, კომიკოსი ეძახე და ძირითადად სიმართლეს ამბობს ))
განაგრძე კითხვა აქ ===>>
Posted in უბრალოდ | Tagged აფრიკა, კომიკოსი, მატერიალური დახმარება, მომღერალი, მსახიობი, როიალი, სიმღერა, ფესტივალი, შვილი, ცოლი, Tim Minchin | 6 Comments »
ოქტომბერი 10, 2009 by piccolina
აღარც კი მახსოვს ბოლო პოსტი როდის დავწერე და ამისთვის ჩემი ბლოგის მკითხველს ბოდიშს ვუხდი. ხო, ვიცი, ძალიან ცოტაა ისეთი მკითხველი ვინც ჩემს პოსტებს ელოდება (ალბათ სულ 1-2) მაგრამ მკითხველი მკითხველია )))
ხო, რატომ აღარ ვპოსტავ? მართალია, უკვე ძალიან მაწუხებს ნამუსი იმის გამო, რომ წერა საშინლად მეზარება, მაგრამ პირადმა ცხოვრებამ ისე გამიტაცა, რომ ბლოგის არსებობა ხანდახან არც კი მახსენდება )))
ნუ გაივლის ცოტა ხანი და უფრო გამივლის, იმედია და ისევ აქტიურად დავწერ რაღაცეებს (მითუმეტეს, რომ რამდენიმე საინტერესო თემა უკვე მიტრიალებს თავში და ერთი სული მაქვს, როდის დავბლოგავ)
მინდოდა ამ პოსტშივე დამედო ჩემი ახალი აღმოჩენის, ძალიან საყვარელი კომიკოსის შესახებ რაღაცეები, მარა შემდეგი პოსტისთვის შემოვინახავ და ფრომის, ეს მალე იქნება ;)
Posted in უბრალოდ | 8 Comments »
სექტემბერი 27, 2009 by piccolina
პირველად ადამიანისთვის იტალიური ენის სწავლება დიდი ხნის წინ გადავწყვიტე. რამდენიმე მოსწავლე მყავდა, მერე full-time ჯობი გამომიჩნდა და მოსწავლეების მიღებას ვეღარ ვახერხებდი. სამსახური რომ აღარ იყო, რატომღაც გადავწყვიტე, რომ მე იტალიურის მასწავლებლად არ გამოვდგები. უბრალოდ კარგად ვიცი ენა, მარა მასწავლებელი ჩემგან არ დადგებოდა )))
ასე დავიწყე მოსწავლეებისთვის უარის თქმა უმიზეზოდ ))) უმიზეზოდ რა, ჩემს თავში აღარ ვიყავი უბრალოდ დარწმუნებული.

მოკლედ, რისთვის დავწერე ამხელა ისტორია. ამას წინათ ჩემს დას სთხოვეს, იტალიურის სწავლა უნდა ბავშვს და აიყვანო? ჩემი და ვერ ახერხებს, მაგრამ უთხრა ჩემი და აიყვანსო და ასე “შემომეტენა” ახალი მოსწავლე
დღეს პირველი გაკვეთილი მქონდა და ბავშვზე მეტად მე ვღელავდი მგონი ))) თან პირველად მყავს ასეთი პატარა მოსწავლე, ძირითადად ჩემზე უფროსები მოდიოდნენ )))
ხოდა ვნახოთ ახლა, თუ თავდაჯერებულობა დამიბრუნდება, ისევ ავიყვან მოსწავლეებს, თუ არადა გადასამისამართებელი ადამიანი მყავს უკვე )))
p.s. <3 ღუღლ

Posted in უბრალოდ | Tagged და, ენა, იტალიური, მასწავლებელი, მოსწავლე, სამსახური | 12 Comments »
სექტემბერი 24, 2009 by piccolina
ალბათ ყველამ საკმაოდ ბევრი ვიცინეთ, ამას წინათ რ2-ზე რომ ჯეო სტარის შესარჩევი ტურის კადრები გავიდა. შესახედავად მართლაც სასაცილო იყო )))

მარა მეორე მხრიდან შევხედოთ აბა ამ ამბავს… მიდის ადამიანი ამ ჯეო სტარში, უნდა რომ გაიცნოს ხალხმა, უნდა რომ მისი “ნიჭი” დაფასდეს და ამ დროს მას მართლაც ჰგონია, რომ შეუძლია სიმღერა. ნუ არ ვიცი, ვიღაცამ გაამხნევა, შეგიძლიაო, ან არც არავის უთქვამს და თვითონ სჯერა. სმენა არ აქვს და ვერ ხვდება, რომ არ შეუძლია. და ეს ხალხი მას მთლიანად ხაზს უსვამს, ფაქტიურად პირდაპირ ეუბნებიან, არაფერი შეგიძლია, არაფერში გამოდგები, დაახვიე აქედანო, ხშირად ხმამაღლაც დასცინიან.
თითქოს ეს არ კმარა და ტელევიზიითაც აშუქებენ ამ ამბავს, რომ ყველამ კარგად დასცინოს ამ ხალხს, და საბოლოოდ, კარგად და საფუძვლიანად გაითელონ. ნუ კარგი, მაგაზე ვერ შეედავები, გეტყვიან შესარჩევი ტურის კადრებს ვაჩვენებთ ხალხსო. თუმცა, აქაც არ ვიცი, რომელიმე კონკურსანტი ოფიციალურად თანხმობაც აცხადებს, რომ მისი შესარჩევი ტური გააშუქონ? :სპყ:

კარგი, დავანებოთ თავი გაშუქებას. სულ რომ არავინ იღებდეს მაგ პოცესს, მაინც არ აქვთ უფლება, ასე დასცინონ ხალხს. ეთიკის ამბავია უბრალოდ, რომ ადამიანურად უნდა დაელაპარაკო ნებისმიერ კონკურსანტს. ნებისმიერი არის პატივისცემის ღირსი. საბოლოოდ, ასეთი პასუხის შემდეგ, არც ერთ მათგანზე მეტი არ ხარ…
ის, რომ მთელი დღის, ან თუნდაც დღეების მანძილზე ბევრი უნიჭოს მოსმენა უწევთ, არც ისე კარგი გამართლებაა მათთვის. ხო, ძნელია მთელი დღე ვიღაცეებს უღიმო და ეფერო, მაგრამ დაჯმა ხომ არ არის სავალდებულო. უბრალოდ უთხარი, რომ არ გამოდგება და იქით მადლობა გადაუხადე, რომ დაგაფასა და მოვიდა. მე ხომ გამომდიოდა მთელი დღე ვიღაცეების ღიმილით სმენა და ფერება, მაგათ რატომ არ გამოუვათ ვითომ?
Posted in უბრალოდ | Tagged გაშუქება, დაცინვა, კონკურსანტები, კონკუურსი, რუსთავი 2, ჯეო სტარი | 41 Comments »
სექტემბერი 21, 2009 by piccolina
ძააალიან ადრე დავწერე პოსტი იმის შესახებ, რომ ბექა ავარიაში მოყვა, საკმაოდ მძიმედ იყო და სისხლი სჭირდებოდა, რის გამოც დონორებს დახმარებისკენ მოვუწოდებდით. ბექა მალევე გამოჯანმრთელდა (მისი მდგომარეობისთვის რეკორდულ დროში) და სისხლიც, შესაბამისად, აღარ სჭირდება.
რატომ გავაკეთე ახლა ამხელა შესავალი? მოკლედ, დღეს ვიღაცამ გაავრცელა ინფორმაცია, სისხლი სჭირდება ბექასო და ეს ამბავი ნეტითაც გავრცელდა და ტელევიზიის საშუალებითაც. რომ გავიგე, დაფეთებულმა დავურეკე, რამე ხომ არ გაურთულდათქო. ბექა კარგად ყოფილა, ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა (კიდევ კარგი). დაახლოებით ასეა რა (ცოტაც უკლია ))) ) :

საინტერესოა, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია ასე მასიურად. თუ ასეთი მზრუნველია ვიღაცა, მაშინ გაევრცელებინა, როცა მართლა სჭირდებოდა ))) სხვა თუ არაფერი ამ უდროო მატრაკვეცობამ (იმედია არავინ მიწყენს ასეთ ვირაჟენიას) ბექას მეგობრები და ნათესავები ძალიან მაგრად ანერვიულა :/
მოკლედ, ბექა ჭეიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ნუ დაუჯერებთ, ბექა კარგადაა )))
ხო, აქვე კარგი ინფო ))) ჩვენთვის, ყველასთვის სანატრელი ბლოგ კატალოგი უკვე მალე იქნება მზად: წყარო წყარო წყარო
Posted in უბრალოდ | Tagged ბექა, გადასხმა, დონორი, სისხლი, ჭეიშვილი | 4 Comments »
სექტემბერი 20, 2009 by piccolina
განვიხილოთ გინეკოლოგისადმი დამოკიდებულება ქართულ რეალობაში. ამ მხრივ მდგომარეობა, მე თუ მკითხავთ, ცოტა არ იყოს შემაშფოთებელია.
მოკლედ, რა ხდება… ფაქტი, რომ რამე თუ არ შეგვაწუხებს ძალიან, ექიმთან მისვლას არ ვკადრულობთ, სიახლე არავისთვის არაა. თუნდაც საქმე ქალურ პრობლემებს ეხებოდეს, რომლებმაც საკმაოდ ბევრი პრობლემა შეიძლება შეგვიქმნას. არგუმენტი საკმაოდ საინტერესოა: ტეხავს (ხალხი რას იფიქრებს, უშვილოა და მაგიტომ მიდისო, ან ავადმყოფიაო) ))) ცალკე ამბავია, რომ ექიმი რომ ხელს მოკიდებს ეგ უტყდებათ, თან “ის” ხომ ძალიან ლიჩნაია პრასტრანსტვაა. ცალკე კიდევ ის, რომ მამრ გინეკოლოგთან მისვლა ორმაგად ტეხავს (აბა “იმას” რომ დაუნახავს ხო ტეხავს).

განაგრძე კითხვა აქ ===>>
Posted in უბრალოდ | 24 Comments »
სექტემბერი 12, 2009 by piccolina
სიზარმაცეს რა ვუქნა, თორე წინა პოსტის შემდეგ 5 პოსტი მაინც უნდა დამეწერა აქამდე )))
ხო, რაც შეეხება პოსტს, წინასწარ გაფრთხილებთ, რომ სკაიტ და ოდნოებით ნაცნობობაზე არ მაქვს საუბარი ))
ყველაფერი დაიწყო 4 წლის წინ, როდესაც ყვავამ ფორუმზე დამარეგისტრირა. მაშინ ისეთი მორიდებული ბავშვი ვიყავი, რომ ყვავამ რომ დარეგისტრირებისას ნიკში მართლწერის შეცდომა დაუშვა, თქმა მომერიდა და დაახლოებით 1 წელი picolina ვიყავი ფორუმზე და მერე გადავაკეთებინე ტიმს piccolinaდ )) დაახლოებით მაშინ დაიწყო ჩემი ინტერნეტ ცხოვრება. ჯერ ფორუმით, მერე ბლოგით გაგრძელდა და ახლა ფეისბუქსაც დავუმეგობრდი.
საკმაოდ დიდხანს მიჭირდა იმის აღიარება, რომ ჩემი დროის დიდ ნაწილს ინტერნეტს ვუთმობდი ანუ, რომ ინტერნეტზე დამოკიდებული გავხდი. უნივერსიტეტისთვის სასწავლ მასალას ნეტში ვეძებდი, კვლევებს ნეტში ვატარებდი, მეგობარ-ნათესავებთან ინტერნეტში ვურთიერთობდი. საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობრების 90% ინტერნეტით გაცნობილები იყვნენ და ისიც აღმოვაჩინე, რომ ეს საერთოდ არ არის ცუდი.
ბევრად უფრო ადვილი და მოსახერხებელია მეგობრების ასე გაცნობა. წარმოიდგინე, ხედავ ადამიანს, რომელიც ფორუმზე ან ფეისბუქზე ან ბლოგზე წერს ისეთ რაღაცეებს, რასაც შენც ეთანხმები, ან არ ეთანხმები და მერე დაობთ იმაზე, რომელია თქვენს შორის მართალი და რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ გისწორდება ამ ადამიანთან ურთიერთობა. მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთული არ არის (არიან ადამიანები, რომლებთანაც მე პირადად ვერასოდეს ვიმეგობრებდი მათი აზროვნების გამო, ინფორმაციაში ზუსტად ეს იგულისხმება, ანუ ინფო მისი აზროვნების შესახებ) ყველაფერი, ასე ვთქვათ, ცხვირ წინ გაქვს )))
კაკ ნე სტრანნა ეს მეგობრობები ამართლებს. ანუ ადამიანები, რომლებთან მეგობრობასაც ინტერნეტით ვიწყებ, მერე რეალურადაც ძალიან კარგად ვუგებ და მათთან პირველი შეხვედრისას ის შეგრძნება არ მაქვს, რომ ვიღაც უცნობია. თავს მათთან ისე ვგრძნობ, თითქოს დიდი ხანია, რაც ვიცნობ ))
აკას და მარის წასვლის ბრალია სულ ეს რომ გამახსენდა )))
საბუნიას პოსტი ზუსტად იგივე თემაზე: http://fazanda.wordpress.com/2009/06/02/virtual/
Posted in უბრალოდ | 23 Comments »
სექტემბერი 5, 2009 by piccolina
2 დღეა, რაც ქობულეთიდან ჩამოვედი და ემოციურად იმდენად დაღლილი ვიყავი, პოსტის დაწერაც კი დამეზარა )))
იდეაში 10 დღით მინდოდა იქ დარჩენა, მაგრამ აკა და მარი მეტ ხანს ვეღარ რჩებოდნენ და მეც სხვებთან ერთად იქ დარჩენა უკვე არ მინდოდა ასე რომ სულ 5 დღე გამოვიდა, მარა მთელ 1 თვეს უდრის ეს 5 დღე ))) ვიყავით ბევრნი და ამ ბევრიდან ზოგი უფრო ადრე წავიდა, ზოგი გვიან შემოგვიერთდა, მარა საერთო ჯამში: მე, შოთა (იგივე ლიშტოტა), აკა (იგივე ვულფსპელა), მარი (აკას ცოლი), ცუგა, თემო (იგივე მკვდარი მგელი), უშკა, კოკა, ჯაბა, აკას დედა (ფორუმის ნიკს არ გვიმხელს), ცუგას დედა (იგივე ბიორკი) კანა და მიდი მეუღლე და ნეა (ოლსოუ ნოუნ ეზ აკას და მარის ბოღანი)
აი ჩვენი რაოდენობის დამადასტურებელი ფოტო მასალა:

ჩასვლის პირველი დღე, უფრო სწორად დილა:
გააგრძელე კითხვა აქ ===>>
Posted in უბრალოდ | 23 Comments »
აგვისტო 28, 2009 by piccolina
ანუ თან გავრბივარ და თან ვწერ ))) 1 საათში ჩვენი მატარებელი გადის და ნუ… მაინც დაუმშვიდობებლად წასვლა არ მინდოდა, მერე რომ არ თქვათ, უზრდელია ესო ))
მივდივარ ზღვაზე, ჩემი მისდამი უკიდეგანო სიყვარულის გამო )) ბარგი კი ჩავალაგე, მარა არაფერი არ ჩამეტია, თან მგონია, რომ სულ ყველაფერი მრჩება და თან ჩანთა ისეთი მძიმეა… რა ათრევს ამას აქედან მატარებლამდე და მატარებლიდან სახლდამდე და მერე უკან :/
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი ამინდები არ იქნება, რომ ზღვაში ფეხი ვერ ჩავდაგა ))) კიდევ იმედია, რომ 1 კვირა მაინც ვიქნები იქ ))
მგონი მეტი არც არაფერია სათქმელი…
მომავალ შეხვედრამდე, პიპლ. ხალხი ან თბილისი არ ვიცი რამდენად, მარა ინტერნეტი მომენატრება :)))
ვსო, 15 წუთი დარჩა გასვლამდე, მე კიდევ ჯერ ისევ სარაფნით და ჩუსტებით ვზივარ )))
:*
Posted in უბრალოდ | 5 Comments »
Older Posts »